https://sputnik-georgia.com/20250804/saqartvelo-turqetis-matchis-biletebi-4-agvistos-gaikideba-294391775.html
საქართველო-თურქეთის მატჩის ბილეთები 4 აგვისტოს გაიყიდება
საქართველო-თურქეთის მატჩის ბილეთები 4 აგვისტოს გაიყიდება
Sputnik საქართველო
პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი. 04.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-04T11:29+0400
2025-08-04T11:29+0400
2025-08-04T13:01+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_167a337c25dda5d1e4915f99dfb81ea1.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.საქართველოსა და თურქეთის გუნდების შეხვედრა თბილისში 4 სექტემბერს, „დინამო-არენაზე" გაიმართება, სამი დღის შემდეგ კი, 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ბულგარეთს უმასპინძლებს.ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასები 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება.პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.რაც შეეხება ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩს, აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს დაიწყება.საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:13 დეკემბერს ციურიხში, FIFA-ს ოფისში გამართული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად E ჯგუფში თურქეთს, ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_109:0:1389:960_1920x0_80_0_0_712ff7b9fcc827a84e51a48efd318026.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-თურქეთის მატჩის ბილეთები 4 აგვისტოს გაიყიდება
11:29 04.08.2025 (განახლებულია: 13:01 04.08.2025) პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და თურქეთის გუნდების შეხვედრა თბილისში 4 სექტემბერს, „დინამო-არენაზე" გაიმართება, სამი დღის შემდეგ კი, 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ბულგარეთს უმასპინძლებს.
ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასები 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება.
პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
რაც შეეხება ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩს, აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს დაიწყება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:
4 სექტემბერი, საქართველო-თურქეთი,
7 სექტემბერი, საქართველო-ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი-საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი-საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო-ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი-საქართველო.
13 დეკემბერს ციურიხში, FIFA-ს ოფისში გამართული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად E ჯგუფში თურქეთს, ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.