„ევრობასკეტი 2025": ჩემპიონატის დაწყებამდე ეროვნული ნაკრები ექვს მატჩს ჩაატარებს

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
ამხანაგური მატჩებში 12 კალათბურთელი გამოვლინდება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, რომელთა ნაწილიც მაყურებლებისთვის დახურული იქნება, იუწყება კალათბურთის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
ისრაელი – საქართველო, 4 აგვისტო
ესტონეთი – საქართველო, 7 აგვისტო
ლიეტუვა – საქართველო, 10 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო, 14 აგვისტო
ჩეხეთი – საქართველო, 19 აგვისტო (დახურული შეხვედრა)
ჩეხეთი – საქართველო, 21 აგვისტო.
ამ ამხანაგური მატჩებში 12 კალათბურთელი გამოვლინდება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.
ევრობასკეტისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა იურმალაში 26 ივლისს დაიწყო.
„იურმალაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. კარს მოგვადგა ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრები უკვე მეექვსედ ითამაშებს. ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინია და, იმედია, რომ ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ“, - განაცხადა კაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს - ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი - ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი - ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი - კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის ფინალური ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6-გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0