https://sputnik-georgia.com/20250803/ortachalhesis-tagovani-xidis-reabilitacia-iwyeba-294380629.html
რა დაჯდება მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია
რა დაჯდება მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეს გაგრძელდება. 03.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-03T12:52+0400
2025-08-03T12:52+0400
2025-08-03T12:52+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/03/237600349_0:156:2000:1281_1920x0_80_0_0_b1e59355411ce920d846e3e12e323243.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სარემონტო სამუშაოები საწყის ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.პროექტი, რომლის ღირებულება 1,8 მლნ ლარია, ოთხ თვეს გაგრძელდება - სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი კვლევები, მათ შორის სხვადასხვა ტექნიკური და საინჟინრო სამუშაოები.საწყის ეტაპზე შესწავლილ იქნა ხიდისა და ჰიდროელექტროსადგურის პირველადი საარქივო მასალები, რომლებიც აუცილებელია კონსტრუქციული დეტალების ანალიზისთვის. გარდა ამისა, ხიდის ერთ მხარეს სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდა. პარალელურად, მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გათვლები.მიმდინარე სამუშაოების გამო, ხიდის მხოლოდ ერთ ზოლში მოძრაობა შეზღუდულია.კვლევის დასრულების შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რაც მოიცავს ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტების მოწყობას, დაზიანებული ადგილების აღდგენასა და გამაგრებას, წყალარინების სისტემის განახლებასა და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ჩატარებას. ასევე აღდგება დაზიანებული მოაჯირები და გამაგრდება მისი კონსტრუქციები.ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/03/237600349_132:0:1892:1320_1920x0_80_0_0_fc1ebc41c85d4c2207023b476f6eea5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რა დაჯდება მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეს გაგრძელდება.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სარემონტო სამუშაოები საწყის ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტი, რომლის ღირებულება 1,8 მლნ ლარია, ოთხ თვეს გაგრძელდება - სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
„ორთაჭალჰესის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო წლებში ბევრი ხიდი შევაკეთეთ. რაც შეეხება სამუშაოებს, ხიდი გამაგრდება და პრობლემური ადგილები შეკეთდება. სამუშაოები სრულად ნოემბრისთვის დასრულდება. განახლდება ტროტუარი და დამონტაჟდება განათების ბოძები“, - განაცხადა კალაძემ თაღოვან ხიდზე არსებული ვითარების გაცნობისას.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი კვლევები, მათ შორის სხვადასხვა ტექნიკური და საინჟინრო სამუშაოები.
საწყის ეტაპზე შესწავლილ იქნა ხიდისა და ჰიდროელექტროსადგურის პირველადი საარქივო მასალები, რომლებიც აუცილებელია კონსტრუქციული დეტალების ანალიზისთვის. გარდა ამისა, ხიდის ერთ მხარეს სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდა. პარალელურად, მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გათვლები.
მიმდინარე სამუშაოების გამო, ხიდის მხოლოდ ერთ ზოლში მოძრაობა შეზღუდულია.
კვლევის დასრულების შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რაც მოიცავს ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტების მოწყობას, დაზიანებული ადგილების აღდგენასა და გამაგრებას, წყალარინების სისტემის განახლებასა და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ჩატარებას. ასევე აღდგება დაზიანებული მოაჯირები და გამაგრდება მისი კონსტრუქციები.
ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.
ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.