https://sputnik-georgia.com/20250803/kobaxidze-archevnebs-kvelamunicipalitetshi-movigebt-294388467.html
კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა, წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 5 აგვისტოს აიღებს. 03.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-03T22:00+0400
2025-08-03T22:00+0400
2025-08-03T22:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_bd2b6917108023686127bd99ea24f944.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მმართველი პარტიის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატია, ყველა შემთხვევაში პირველ ტურში გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. თბილისი მერის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება - კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.პარტიამ „ქართულმა ოცნებამ — დემოკრატიულმა საქართველომ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის - პირველად ის 2017 წელს აირჩიეს, მეორედ - 2021 წელს. პრემიერის თქმით, მმათველი პარტიის მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა. „ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა. ვინ გაუწევს კონკურენციას მმართველი ძალის კანდიდატს პარტიებმა „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“ ჯერ ვერ შეარჩიეს თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებში დედაქალაქის მოქმედ მერს კახა კალაძეს დაუპირისპირდება.პარტიებმა ივლისში განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთიანდებიან. მათი თქმით, თბილისის მერის პოსტზე ნეიტრალური კანდიდატი იქნება წარდგენილი. თუმცა, სახელისუფლებო მედია აქტიურად განიხილავს თემას, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „მოქალაქეების“ პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გახდება. ელისაშვილს უკვე აქვს კალაძესთან კონკურენციის გამოცდილება. 2017 წელს, როგორც ნეიტრალურმა კანდიდატმა, მან შეძლო მეორე ადგილის დაკავება და ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დაამარცხა. თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_75:0:1974:1424_1920x0_80_0_0_036709ada532de6afa64d160a0d04d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, კახა კალაძე , ახალი ამბები
კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
მმართველმა პარტიამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა, წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მმართველი პარტიის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატია, ყველა შემთხვევაში პირველ ტურში გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი მერის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება - კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
პარტიამ „ქართულმა ოცნებამ — დემოკრატიულმა საქართველომ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის - პირველად ის 2017 წელს აირჩიეს, მეორედ - 2021 წელს.
„კახა კალაძე ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, ვფიქრობ, კალაძისთვის 60%-ზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია. გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხის სიმპატიები სწორედ კახი კალაძის მხარესაა”, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მმათველი პარტიის მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა.
„ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ვინ გაუწევს კონკურენციას მმართველი ძალის კანდიდატს
პარტიებმა „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“ ჯერ ვერ შეარჩიეს თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებში დედაქალაქის მოქმედ მერს კახა კალაძეს დაუპირისპირდება.
პარტიებმა ივლისში განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთიანდებიან. მათი თქმით, თბილისის მერის პოსტზე ნეიტრალური კანდიდატი იქნება წარდგენილი. თუმცა, სახელისუფლებო მედია აქტიურად განიხილავს თემას, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „მოქალაქეების“ პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გახდება.
ელისაშვილს უკვე აქვს კალაძესთან კონკურენციის გამოცდილება. 2017 წელს, როგორც ნეიტრალურმა კანდიდატმა, მან შეძლო მეორე ადგილის დაკავება და ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დაამარცხა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.