https://sputnik-georgia.com/20250803/ilia-chavchavadzis-muzeumis-reabilitacia-iwyeba-294388308.html
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო საგურამოში მდებარე უდიდესი ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძის... 03.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-03T21:25+0400
2025-08-03T21:25+0400
2025-08-03T21:25+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23809/43/238094322_0:0:800:451_1920x0_80_0_0_71fa23ca9b43a5227b9400bd0f3519fb.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო საგურამოში მდებარე უდიდესი ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.2025-2027 წლების რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლს და ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.მუზეუმის შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე. დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.დაგეგმილია ვიზიტორებისთვის საინფორმაციო ცენტრის აშენება. ჭავჭავაძის ორ სახლ-მუზეუმს - საგურამოსა და ყვარელში (დაბადების ადგილი) 2018 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მომერიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოაპარატები, მწერლის ხელნაწერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლე ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23809/43/238094322_0:0:800:601_1920x0_80_0_0_ee2ae0e3638544285a09f59243dcfc25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო საგურამოში მდებარე უდიდესი ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
2025-2027 წლების რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლს და ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მუზეუმის შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე. დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ამასთან, განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამუშაო ოთახებს თანამშრომლებისთვის, ფონდების საცავს, საკონფერენციო დარბაზს, საგანმანათლებლო ცენტრს, ასევე კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო.
დაგეგმილია ვიზიტორებისთვის საინფორმაციო ცენტრის აშენება. ჭავჭავაძის ორ სახლ-მუზეუმს - საგურამოსა და ყვარელში (დაბადების ადგილი) 2018 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მომერიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოაპარატები, მწერლის ხელნაწერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლე ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა.