https://sputnik-georgia.com/20250803/baqo-tbilisi-karsis-rkinigzis-gzaze-tvirtbrunvis-gazrda-igegmeba-294387089.html
საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად
საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად
Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში ხორციელდება. 03.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-03T19:47+0400
2025-08-03T19:47+0400
2025-08-03T19:47+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277718462_130:278:1150:852_1920x0_80_0_0_7eae4561147b6ada2f60f89d8ab5ba74.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე მუშაობს, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“გენდირექტორმა ლაშა აბაშიძემ.ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.ლაშა აბაშიძის ვიზიტის დროს ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში ხორციელდება.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გარდაქმნას რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277718462_102:241:917:852_1920x0_80_0_0_375ab8fd9980d7fc5c95484cc94245b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში ხორციელდება.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე მუშაობს, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“გენდირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. წელს უკვე იზრდება ტვირთების მოცულობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთიდან „შუა დერეფნის" ნაწილში გავზარდოთ ჩინური ტვირთების მოცულობა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყოველწლიურად მინიმუმ გავზარდოთ აღნიშნულ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა", - განაცხადა აბაშიძემ.
ლაშა აბაშიძის ვიზიტის დროს ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში ხორციელდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ტვირთბრუნვა წელიწადში 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, პერსპექტივაში კი - წელიწადში 15 მილიონ ტონამდე.
ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გარდაქმნას რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.