https://sputnik-georgia.com/20250802/ramdeni-ucxoeli-ewvia-saqartvelos-axali-monacemebi-294373779.html
რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს - ახალი მონაცემები
რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა. 02.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-02T10:45+0400
2025-08-02T10:45+0400
2025-08-02T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293956940_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_91180fb6c928e01d531c7e819017aa29.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 2025 წლის მეორე კვარტალში 1,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 1,6 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემზე 7%-ით მეტია.ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 1,3 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებზე 10%-ით მეტია.საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.ყველაზე მეტი ტურისტი მეორე კვარტალში ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,3 ღამეს ატარებდნენ.ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან იყო - 309,4 ათასი, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 22,4%-ს შეადგენს. მას მოსდევს თურქეთი (17,6%) და სომხეთი (10,8%).უცხოელებმა რუსეთიდან 361,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 308,3 ათასი, სომხეთიდან – 210 ათასი ვიზიტი.„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 0,6%–ით მეტია, ვიდრე 2024 წლის საანგარიშო პერიოდში. ხარჯები ერთ ვიზიტზე 6%–ით შემცირდა და 2.116,8 ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293956940_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_66113db1ba5fc94b387c427fcb9b9658.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს - ახალი მონაცემები
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 2025 წლის მეორე კვარტალში 1,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 1,6 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემზე 7%-ით მეტია.
ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 1,3 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებზე 10%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
ყველაზე მეტი ტურისტი მეორე კვარტალში ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,3 ღამეს ატარებდნენ.
ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან იყო - 309,4 ათასი, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 22,4%-ს შეადგენს. მას მოსდევს თურქეთი (17,6%) და სომხეთი (10,8%).
უცხოელებმა რუსეთიდან 361,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 308,3 ათასი, სომხეთიდან – 210 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 0,6%–ით მეტია, ვიდრე 2024 წლის საანგარიშო პერიოდში. ხარჯები ერთ ვიზიტზე 6%–ით შემცირდა და 2.116,8 ლარი შეადგინა.