https://sputnik-georgia.com/20250802/opoziciis-revoluciuri-gegmebi-ganwirulia-premieri-294380322.html
ოპოზიციის რევოლუციური გეგმები განწირულია - პრემიერი
ოპოზიციის რევოლუციური გეგმები განწირულია - პრემიერი
Sputnik საქართველო
ახლა მმართველ პარტიას უფრო მეტად აღელვებს მომზადება არჩევნებისთვის და არა ოპოზიციის გეგმები, განაცხადა კობახიძემ 02.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-02T20:24+0400
2025-08-02T20:24+0400
2025-08-02T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ოპოზიცია 2016 წლიდან ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, თუმცა ეს არ გამოსდით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - ისტორიული გამარჯვებისა და მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ გამოაცხადა. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ბურჭულაძის იდეას, თუმცა განაცხადა, რომ თარიღზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი.მისი თქმით, ახლა მმართველ პარტიას უფრო მეტად აღელვებს მომზადება არჩევნებისთვის და არა ოპოზიციის გეგმები.„არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები“, - აღნიშნა პრემიერმა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ოპოზიციის რევოლუციური გეგმები განწირულია - პრემიერი
20:24 02.08.2025 (განახლებულია: 23:04 02.08.2025) ახლა მმართველ პარტიას უფრო მეტად აღელვებს მომზადება არჩევნებისთვის და არა ოპოზიციის გეგმები, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ოპოზიცია 2016 წლიდან ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, თუმცა ეს არ გამოსდით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - ისტორიული გამარჯვებისა და მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ გამოაცხადა. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ბურჭულაძის იდეას, თუმცა განაცხადა, რომ თარიღზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი.
„ხედავთ, რომ ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები და დავალებები ასეთია, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ახლა მმართველ პარტიას უფრო მეტად აღელვებს მომზადება არჩევნებისთვის და არა ოპოზიციის გეგმები.
„არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები“, - აღნიშნა პრემიერმა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.