https://sputnik-georgia.com/20250802/bankebshi-depozitis-moculoba-gaizarda-294374509.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით 50,33% შეადგინა 02.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-02T13:22+0400
2025-08-02T13:22+0400
2025-08-02T13:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით 60,77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,85 მლრდ ლარით ანუ 3,15%-ით მეტია 1-ელი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 320,37 მლნ ლარით, ანუ 1,13%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 1,53 მლნ ლარით, ანუ 5,03%-ით.სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით 50,33% შეადგინა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივნისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,85% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,5% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,45%.მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით 50,33% შეადგინა
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით 60,77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,85 მლრდ ლარით ანუ 3,15%-ით მეტია 1-ელი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 320,37 მლნ ლარით, ანუ 1,13%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 1,53 მლნ ლარით, ანუ 5,03%-ით.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით 50,33% შეადგინა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივნისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,85% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,5% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,45%.
მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.