https://sputnik-georgia.com/20250802/axali-tipis-pasportebis-gacema-kvlav-gadaido-294371971.html
ახალი ტიპის პასპორტების გაცემა კვლავ გადაიდო
ახალი ტიპის პასპორტების გაცემა კვლავ გადაიდო
Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და... 02.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-02T09:33+0400
2025-08-02T09:33+0400
2025-08-02T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/64/234796489_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_dcd01c7f84d43262416dc755f9b16bff.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ახალი ტიპის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა 1 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე გადაიდო, გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.ახალი ტიპის პირადობის მოწმობები და პასპორტები საქართველოში 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა მოგვიანებით ვადა 1 აგვისტომდე გადაიწია.იუსტიციის სამინისტრო განახლებული დოკუმენტების გაცემის გადადების მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა 4 ოქტომბრის არჩევნები იყოს, რომელიც ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით ჩატარდება და ამომრჩევლების იდენტიფიცირება მოხდება მონაცემთა წამკითხველი აპარატების გამოყენებით, რომლებიც ამჟამად მოქმედ პირადობის მოწმობებზეა აწყობილი.იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.გარდა პირადობისა და პასპორტისა, იცვლება დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები და ტექნიკური მახასიათებლებიც.ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ID-ბარათებზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ-გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებისგან უფრო მეტად იქნება დაცული.ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/64/234796489_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_2a724bc401e142054aface1781c97e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ტიპის პასპორტების გაცემა კვლავ გადაიდო
იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ახალი ტიპის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა 1 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე გადაიდო, გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.
ახალი ტიპის პირადობის მოწმობები და პასპორტები საქართველოში 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა მოგვიანებით ვადა 1 აგვისტომდე გადაიწია.
იუსტიციის სამინისტრო განახლებული დოკუმენტების გაცემის გადადების მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა 4 ოქტომბრის არჩევნები იყოს, რომელიც ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით ჩატარდება და ამომრჩევლების იდენტიფიცირება მოხდება მონაცემთა წამკითხველი აპარატების გამოყენებით, რომლებიც ამჟამად მოქმედ პირადობის მოწმობებზეა აწყობილი.
იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.
შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.
გარდა პირადობისა და პასპორტისა, იცვლება დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები და ტექნიკური მახასიათებლებიც.
ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ID-ბარათებზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ-გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებისგან უფრო მეტად იქნება დაცული.
ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.
მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.
საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.