„ყაზბეგის" გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2025
გამოწერა
გუშინ დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემა გააქტიურდა. დაფიქსირდა ღვარცოფული კერა.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
გუშინ, 31 ივლისს განგაშის სისტემის აქტივაციის გამო „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.
უწყების ცნობით, "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
გუშინ დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემა გააქტიურდა. დაფიქსირდა ღვარცოფული კერა. უსაფრთხოების მიზნით, „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აიკრძალა საავტომობილო მოძრაობაც. თუმცა, დღეს დილიდან ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია.
ყველა ახალი ამბავი
0