https://sputnik-georgia.com/20250801/tbilisis-masstabit-qucebis-morecxva-grzeldeba-294369226.html
თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება
თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება
Sputnik საქართველო
იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ქუჩების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T20:33+0400
2025-08-01T20:33+0400
2025-08-01T20:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287114827_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0e8e35f2c33e589be21915010a2a20ff.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები. თბილისის ქუჩებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" სპეცტექნიკის საშუალებით რეცხავს. მერიის ცნობით, ამჯერად საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროს სადგურ "დელისამდე"), ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, ასევე კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა. უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილის გარდა, კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ასევე ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროს სადგურ "დელისის" შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287114827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_885b42b08d41373c9411e8c6b5a7773f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება
იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ქუჩების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები. თბილისის ქუჩებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" სპეცტექნიკის საშუალებით რეცხავს.
მერიის ცნობით, ამჯერად საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროს სადგურ "დელისამდე"), ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, ასევე კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა.
"ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზების მორეცხვა. ქუჩების მორეცხვა გვიან, ღამის საათებში და გამთენიისას სრულდება, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება იყოს დაცული", – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილის გარდა, კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ასევე ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროს სადგურ "დელისის" შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.