https://sputnik-georgia.com/20250801/swvdorakis-xeobasi-rvarcofis-safrtxe-minimaluria-294371017.html
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საფრთხე მინიმალურია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საფრთხე მინიმალურია
Sputnik საქართველო
უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T22:58+0400
2025-08-01T22:58+0400
2025-08-01T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/01/228830176_0:185:2982:1862_1920x0_80_0_0_546cfc497787bd5d9e2dd1b19ea23bc6.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფებისა და მეწყრის საფრთხე მინიმალურია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.31 ივლისის საღამოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა მიღებული ადრეული გაფრთხილების სიგნალის გამო და გზაც ჩაიკეტა. დილით გამშვები პუნქტი ჩვეულ ფუნქციონირებას დაუბრუნდა.სააგენტოში განმარტეს, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ ღვარცოფული პროცესი დაფიქსირდა. სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა და საგზაო მოძრაობა ოპერატიულად შეიზღუდა.„დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დრონების მეშვეობით დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება განხორციელდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია.ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.„ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადეს სააგენტოში.ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/01/228830176_127:0:2856:2047_1920x0_80_0_0_af178895a46ed3b706a8e36de78c09ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გარემოს ეროვნული სააგენტო
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საფრთხე მინიმალურია
უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფებისა და მეწყრის საფრთხე მინიმალურია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
31 ივლისის საღამოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა მიღებული ადრეული გაფრთხილების სიგნალის გამო და გზაც ჩაიკეტა. დილით გამშვები პუნქტი ჩვეულ ფუნქციონირებას დაუბრუნდა.
„ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოში განმარტეს, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ ღვარცოფული პროცესი დაფიქსირდა. სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა და საგზაო მოძრაობა ოპერატიულად შეიზღუდა.
„დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დრონების მეშვეობით დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება განხორციელდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.
„ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადეს სააგენტოში.
ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.