საქართველოში დოლარში სესხის გაცემის წესი გამკაცრდა

© photo: Sputnik / Stringerდოლარები და ლარები
დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2025
გამოწერა
1 აგვისტოდან საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ეროვნული ბანკმა 1 აგვისტოდან დედოლარიზაციის პოლიტიკა გაამკაცრა და ლარში სესხების გაცემის ახალი ლიმიტი დააწესა.
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე.
ახალი წესების მიხედვით, 1 აგვისტოდან საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ.
750 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ამასთან ლარში და დოლარში საკრედიტო განაკვეთები უცვლელი რჩება.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 500 ათას ლარამდე.
ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
ყველა ახალი ამბავი
0