https://sputnik-georgia.com/20250801/krwanissi-saertasoriso-swavlebis-dros-ori-amerikeli-samxedro-dasavda-294369078.html
კრწანისში საერთაშორისო სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა
კრწანისში საერთაშორისო სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა
Sputnik საქართველო
დავით სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ. 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T19:48+0400
2025-08-01T19:48+0400
2025-08-01T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282569535_0:26:3068:1752_1920x0_80_0_0_4d740b3625665bdc524798cd22944dec.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სულის“ დროს, იუწყება „პირველი არხი“.შემთხვევა დღეს კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში სწავლების დროს მოხდა. ორი სამხედრო სწავლებისას მანქანის ამოყირავების შედეგად დაშავდა. დაშავებულები კლინიკა „მედიკლაბში“ გადაიყვანეს.„მედიქლაბში“ აცხადებენ, რომ სწავლების დროს დაშავებულ ორ ამერიკელ სამხედროს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა დაკვირვების მიზნით, კლინიკაში რჩებიან.როგორც „მედიქლაბის“ სამედიცინო დირექტორმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ორ დაშავებულ სამხედროს კვლევების შედეგად სერიოზული დაზიანება არ გამოუვლინდა, მაგრამ დაკვირვების მიზნით მათი კლინიკაში დატოვება გადაწყდა.სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ.საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მასპინძლობს.საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეთორმეტედ ტარდება, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები აკვირდებიან.Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282569535_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_8674687ad5b0228984f11fd507a8a9dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
კრწანისში საერთაშორისო სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა
დავით სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სულის“ დროს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში სწავლების დროს მოხდა. ორი სამხედრო სწავლებისას მანქანის ამოყირავების შედეგად დაშავდა. დაშავებულები კლინიკა „მედიკლაბში“ გადაიყვანეს.
„მედიქლაბში“ აცხადებენ, რომ სწავლების დროს დაშავებულ ორ ამერიკელ სამხედროს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა დაკვირვების მიზნით, კლინიკაში რჩებიან.
როგორც „მედიქლაბის“ სამედიცინო დირექტორმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ორ დაშავებულ სამხედროს კვლევების შედეგად სერიოზული დაზიანება არ გამოუვლინდა, მაგრამ დაკვირვების მიზნით მათი კლინიკაში დატოვება გადაწყდა.
სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მასპინძლობს.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეთორმეტედ ტარდება, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები აკვირდებიან.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია.