კახეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

© Sputnik / STRINGERმოგლეჯილი სახურავი
მოგლეჯილი სახურავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2025
გამოწერა
სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თელავსა და ახმეტაში სტიქიამ პრობლემები შექმნა, იუწყება "პირველი არხი".
თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის შესაბამისი სამსახური.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ახმეტაშიც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და საავტომობილო გზები ჩახერგა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ყველა ახალი ამბავი
0