https://sputnik-georgia.com/20250801/dif-steitma-opozicia-kutxesi-moimwyvdia-premieri-294366632.html
„დიფ სთეითმა“ ოპოზიცია არჩევნების წინ კუთხეში მოიმწყვდია - პრემიერი
„დიფ სთეითმა“ ოპოზიცია არჩევნების წინ კუთხეში მოიმწყვდია - პრემიერი
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ... 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T14:59+0400
2025-08-01T14:59+0400
2025-08-01T14:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების განვითარებას ეხება, თუმცა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს მათ პოლიტიკურ დაპირისპირებად გადაქცევას, „დიფ სთეითის“ გავლენით კუთხეში აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით.მან ასევე დასძინა, რომ არც 43%-იანი, არც 50-იანი და არც 90-იანი ბარიერი არ არის დაწესებული, ეს რომ არ ესმის ოპოზიციას, ეს არის მათი პრობლემა.„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყვდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ეს გააკეთა „დიფ სთეითმაც“, - აღნიშნა კობახიძემ.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თვითმმართველობის არჩევნები
„დიფ სთეითმა“ ოპოზიცია არჩევნების წინ კუთხეში მოიმწყვდია - პრემიერი
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების განვითარებას ეხება, თუმცა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს მათ პოლიტიკურ დაპირისპირებად გადაქცევას, „დიფ სთეითის“ გავლენით კუთხეში აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„მათ („დიფ სთეითმა“ - რედ.) შეიყვანეს კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად, შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არადა, საბედნიეროდ, კუთხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით.
მან ასევე დასძინა, რომ არც 43%-იანი, არც 50-იანი და არც 90-იანი ბარიერი არ არის დაწესებული, ეს რომ არ ესმის ოპოზიციას, ეს არის მათი პრობლემა.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყვდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ეს გააკეთა „დიფ სთეითმაც“, - აღნიშნა კობახიძემ.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.