https://sputnik-georgia.com/20250731/wvevamdelebma-fici-dades-294357777.html
წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T19:59+0400
2025-07-31T19:59+0400
2025-07-31T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_efc3259f5c2192becc7eef27b4450027.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რვა თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან. რვათვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. სამხედრო სამსახური თავსაქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას. 2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს: გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება. მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_4c09dd7ef3b0d73b9e4d8d60a3896dcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რვა თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.
ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ.
დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.
რვათვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.