https://sputnik-georgia.com/20250731/ramdenit-gaizarda-saqartvelos-ekonomika-eqvs-tvesi-bolo-monacemebi-294355566.html
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ექვს თვეში: ბოლო მონაცემები
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ექვს თვეში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია 2025 წლის პირველ ნახევარშიც გრძელდება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T15:31+0400
2025-07-31T15:31+0400
2025-07-31T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_bce5f4ca55099acef774b9c8a9400f3f.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9,8% იყო, რაც შეეხება მეორე კვარტალს, აპრილსა და მაისში ზრდამ 7,5%, ხოლო ივნისში - 6,3% შეადგინა. მათივე ცნობით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2025 წლის ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელში, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8,7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6.188 ერთეული შეადგინა. 2025 წლის ივნისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების. ამასთან, ივნისში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა - ექსპორტი 10,4%-ით გაიზარდა და 640,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 8,4%-ს გაუტოლდა. 2025 წლის მეორე კვარტალში ასევე გაიზარდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები - წლიურად 5%-ით და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. მათ შორის - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის აპრილის განახლებულ ანგარიშში კლების მიმართულებით გადახედა გლობალური, წამყვანი ეკონომიკების და ევროპის უმრავლესი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5,4%-ს შეადგენს. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა - გასულ წელს საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:2661:1996_1920x0_80_0_0_bfab2be79a9702928c1636d2525c2dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ექვს თვეში: ბოლო მონაცემები
საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია 2025 წლის პირველ ნახევარშიც გრძელდება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9,8% იყო, რაც შეეხება მეორე კვარტალს, აპრილსა და მაისში ზრდამ 7,5%, ხოლო ივნისში - 6,3% შეადგინა.
„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ის მდგრადობას ინარჩუნებს და სტაბილურად ვითარდება", - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ცნობით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2025 წლის ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელში, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8,7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6.188 ერთეული შეადგინა.
2025 წლის ივნისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების.
ამასთან, ივნისში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა - ექსპორტი 10,4%-ით გაიზარდა და 640,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 8,4%-ს გაუტოლდა.
2025 წლის მეორე კვარტალში ასევე გაიზარდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები - წლიურად 5%-ით და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. მათ შორის - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის აპრილის განახლებულ ანგარიშში კლების მიმართულებით გადახედა გლობალური, წამყვანი ეკონომიკების და ევროპის უმრავლესი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს,
„ამ ფონზე სავალუტო ფონდმა საქართველოში გამართული მისიის (სსფ-ის წესდების IV მუხლის კონსულტაციების) ფარგლებში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7,2%-მდე გაზარდა, რაც მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე საგარეო შოკების მიმართ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5,4%-ს შეადგენს.
2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა - გასულ წელს საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.