https://sputnik-georgia.com/20250731/ra-moxda-botanikur-barsi-administracia-gancxadebas-avrcelebs-294358996.html
რა მოხდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში: ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
რა მოხდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში: ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც მოქალაქე ირწმუნებოდა რომ ბაღის ტეროტორიაზე ცემენტის ნაზავი იყო... 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T21:04+0400
2025-07-31T21:04+0400
2025-07-31T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/45/236824512_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3e798109f716762c81fb90b0f0a1e07e.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ბოტანიკური ბაღის უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა საცოცი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემენტის ნაზავი იყო დასხმული. სოციალურ ქსელში დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ ხშირად დადის კლდეზე საცოცად ბოტანიკურ ბაღში. დღეს მას იქ ჭაობი დახვდა, რისი ამსახველი ფოტოც ატვირთა. მოქალაქემ იფიქრა, რომ ცემენტის ნაზავი იყო ჩამოსული და შანსი იყო, რომ იქაურობა ჩაბეტონებულიყო. ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მოხდა არსებული სისტემის რემონტი და დღეის მდგომარეობით არაფერი ჟონავს. „სარწყავ წყალს გამოყვა ლამი, რომელიც ავზის ძირში იყო დალექილი. ლამის გაშრობის შედეგად მიიღება ნიადაგთან მიახლოებული ბუნებრივი სუბსტრატი, რომელიც არათუ აზიანებს გარემოს, არამედ პირიქით, ნაწილობრივ სასუქს წარმოადგენს. ამ მხრივ ბაღის უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/45/236824512_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_f46e26b4bfe28750726e0e1ea7d68c51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს
რა მოხდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში: ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც მოქალაქე ირწმუნებოდა რომ ბაღის ტეროტორიაზე ცემენტის ნაზავი იყო ჩამოსული.
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ბოტანიკური ბაღის უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა საცოცი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემენტის ნაზავი იყო დასხმული.
სოციალურ ქსელში დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ ხშირად დადის კლდეზე საცოცად ბოტანიკურ ბაღში. დღეს მას იქ ჭაობი დახვდა, რისი ამსახველი ფოტოც ატვირთა. მოქალაქემ იფიქრა, რომ ცემენტის ნაზავი იყო ჩამოსული და შანსი იყო, რომ იქაურობა ჩაბეტონებულიყო.
„ბოტანიკური ბაღის საცოცი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა სარწყავი წყლის სამარაგე 500 ტონიანი ავზის შემავსებელი მილის დაზიანება, ავზში გროვდება მდინარე მტკვრიდან ამოტუმბული წყალი და სხვა არაფერი ბეტონის მსგავსი", - ნათქვამია ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მოხდა არსებული სისტემის რემონტი და დღეის მდგომარეობით არაფერი ჟონავს.
„სარწყავ წყალს გამოყვა ლამი, რომელიც ავზის ძირში იყო დალექილი. ლამის გაშრობის შედეგად მიიღება ნიადაგთან მიახლოებული ბუნებრივი სუბსტრატი, რომელიც არათუ აზიანებს გარემოს, არამედ პირიქით, ნაწილობრივ სასუქს წარმოადგენს. ამ მხრივ ბაღის უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.