https://sputnik-georgia.com/20250731/kaxa-kalaze-0merobis-kandidatad-oficialurad-waradgines-294361228.html
კახა კალაძე მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
კახა კალაძე მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პარტიამ „ქართულმა ოცნებამ — დემოკრატიულმა საქართველომ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T23:57+0400
2025-07-31T23:57+0400
2025-07-31T23:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პარტიამ „ქართულმა ოცნებამ — დემოკრატიულმა საქართველომ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.კანდიდატი „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას ასევე ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.„ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, - განაცხადა კობახიძემ.კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მესამე ვადით წარადგინეს. პირველად ის 2017 წელს აირჩიეს. მეორედ - 2021 წელს.„დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“! ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პარტიამ „ქართულმა ოცნებამ — დემოკრატიულმა საქართველომ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.
კანდიდატი „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას ასევე ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, - განაცხადა კობახიძემ.
კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მესამე ვადით წარადგინეს. პირველად ის 2017 წელს აირჩიეს. მეორედ - 2021 წელს.
„დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“! ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.