https://sputnik-georgia.com/20250731/erovnulma-bankma-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-294352835.html
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
მარეგულირებელი განმარტავს, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T09:37+0400
2025-07-31T09:37+0400
2025-07-31T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6,7%-დან 7,4%-მდე გაზარდა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, 2025 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდამ კი საშუალოდ - 8,8%.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რით არის განპირობებული ეკონომიკის ზრდა„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, პროფესიული, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელების წარმოების გაფართოებით;ვაჭრობის სექტორში ზრდა განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების ზრდით. გარდა ამისა, გაიზარდა სამშენებლო მასალებით საბითუმო ვაჭრობა, ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საცალო და საბითუმო ვაჭრობა;ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ოპერირებით - გაიზარდა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვები;მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ზრდით. ასევე გაიზარდა სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების მოცულობა, როგორიცაა სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების გაქირავება, ელექტრო სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქსტატი
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
მარეგულირებელი განმარტავს, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6,7%-დან 7,4%-მდე გაზარდა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, 2025 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდამ კი საშუალოდ - 8,8%.
„ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 6,7%-დან 7,4%-მდე გადაიხედა", - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
რით არის განპირობებული ეკონომიკის ზრდა
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, პროფესიული, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელების წარმოების გაფართოებით;
ვაჭრობის სექტორში ზრდა განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების ზრდით. გარდა ამისა, გაიზარდა სამშენებლო მასალებით საბითუმო ვაჭრობა, ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საცალო და საბითუმო ვაჭრობა;
ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ოპერირებით - გაიზარდა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვები;
მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ზრდით. ასევე გაიზარდა სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების მოცულობა, როგორიცაა სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების გაქირავება, ელექტრო სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.