https://sputnik-georgia.com/20250730/tbilservisjgupi-ar-datovot-samsheneblo-narchenebi-quchashi-294341275.html
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები ქუჩებში“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები ქუჩებში“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
Sputnik საქართველო
სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის ან მისი შემოგარენის დანაგვიანება ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T14:12+0400
2025-07-30T14:12+0400
2025-07-30T14:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/15/247281550_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_9df64279f589020b30c93dd426c8c373.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი ქუჩებში არსებულ ურნებთან და ქალაქის შემოგარენში. საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. კომპანიის დირექტორი გიორგი პაპავას განცხადებით, რადგან ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ სეზონზე მდგომარეობა რთულდება. როგორც მან აღნიშნა, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებსა და დროს მოითხოვს. მიმდინარე წლის თებერვალში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით დედაქალაქში ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოს მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი (სამშენებლო-სარემონტო ნარჩენები, ძველი ავეჯი, მწვანე ნარჩენი და სხვ.) უნდა განათავსოს კორპუსის ეზოს ე.წ. წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე. „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50. რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/15/247281550_154:0:2825:2003_1920x0_80_0_0_8c2956b98955d6529cd6e3c093040e26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები ქუჩებში“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის ან მისი შემოგარენის დანაგვიანება ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი ქუჩებში არსებულ ურნებთან და ქალაქის შემოგარენში.
საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.
კომპანიის დირექტორი გიორგი პაპავას განცხადებით, რადგან ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ სეზონზე მდგომარეობა რთულდება.
„მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის" ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, - განაცხადა პაპავამ.
როგორც მან აღნიშნა, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებსა და დროს მოითხოვს.
მიმდინარე წლის თებერვალში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით დედაქალაქში ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოს მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი (სამშენებლო-სარემონტო ნარჩენები, ძველი ავეჯი, მწვანე ნარჩენი და სხვ.) უნდა განათავსოს კორპუსის ეზოს ე.წ. წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე. „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50.
რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს შეადგენს.