https://sputnik-georgia.com/20250730/tbilisshi-zonalur-saatobrivi-parkirebis-adgili-daemateba-294346185.html
თბილისის უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1.340 ადგილი გამოიყოფა
თბილისის უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1.340 ადგილი გამოიყოფა
Sputnik საქართველო
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T16:49+0400
2025-07-30T16:49+0400
2025-07-30T16:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284390092_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_1999b753f26ab5ea239fcc3afd1d4bb2.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ლი აგვისტოდან კიდევ რამდენიმე რაიონში ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ახალი პარკირების ზონები მოიცავს მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის, დიდი დიღმისა და ბაგების კონკრეტულ მისამართებს, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს. აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1.340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი. ახალი პარკირების ადგილები: მთაწმინდის რაიონი - მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩები, ჯამში 596 ადგილი ვაზისუბანი - ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩები, ჯამში 160 ადგილი დიდი დიღომი - ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩები, ჯამში 324 ადგილი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი - ჯამში 160 ადგილი ბაგები - ზურაბ საკანდელიძის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი, ჯამში 100 ადგილი. ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა. ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284390092_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_407cf72dc3d2bd2e2f49250a697872c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1.340 ადგილი გამოიყოფა
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ლი აგვისტოდან კიდევ რამდენიმე რაიონში ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი პარკირების ზონები მოიცავს მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის, დიდი დიღმისა და ბაგების კონკრეტულ მისამართებს, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს.
„ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია პირველი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მივიხდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1.340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.
ახალი პარკირების ადგილები:
მთაწმინდის რაიონი - მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩები, ჯამში 596 ადგილი
ვაზისუბანი - ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩები, ჯამში 160 ადგილი
დიდი დიღომი - ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩები, ჯამში 324 ადგილი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი - ჯამში 160 ადგილი
ბაგები - ზურაბ საკანდელიძის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი, ჯამში 100 ადგილი.
ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.