https://sputnik-georgia.com/20250730/saqartveloshi-gidobis-msurveltatvis-motxovnebi-ganisazgvra-294346474.html
საქართველოში გიდობის მსურველთათვის მოთხოვნები განისაზღვრა
საქართველოში გიდობის მსურველთათვის მოთხოვნები განისაზღვრა
Sputnik საქართველო
გიდის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა საქართველოში აღიარებული შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T18:33+0400
2025-07-30T18:33+0400
2025-07-30T18:33+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957220_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_f57f55ccacec2141bb5a7812132dadab.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში გიდად მუშაობისთვის აუცილებელი სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოთხოვნები გამოაქვეყნა. მოთხოვნების თანახმად, საქართველოში გიდებად ოფიციალურად მუშაობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეუძლიათ. ამავდროულად, საჭიროა საქართველოში აღიარებული შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაცია შესაბამისი სახის საქმიანობისთვის. სერტიფიკატის მისაღებად, განაცხადთან ერთად, სერტიფიცირების ორგანოში უნდა იყოს წარდგენილი ყველა დოკუმენტი. ამის შემდეგ საჭიროა გამოცდის ჩაბარება, რომელიც ტარდება როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: ტესტირება ქართულ ენაში და შემდეგ პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე საფეხური-ფეხით ტური, მუზეუმის დათვალიერება და ტრანსპორტით ტური. ამის შემდეგ, გიდები მიიღებენ სამკერდე ნიშნებს, რომლებზეც მითითებული იქნება გიდის პირადი მონაცემები, მისი ფოტოსურათი, სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი, ინფორმაცია ენის ცოდნის შესახებ, უნიკალური ნომერი და QR-კოდი. საქართველოში გიდის სავალდებულო რეგისტრაცია 2026 წლის 1 ივნისიდან დაიწყება. რეგისტრაციის გარეშე მუშაობისთვის გიდს ჯარიმა დაეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957220_83:0:1906:1367_1920x0_80_0_0_9767f631db97a8b61447063fa2c22565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში გიდობის მსურველთათვის მოთხოვნები განისაზღვრა
გიდის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა საქართველოში აღიარებული შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში გიდად მუშაობისთვის აუცილებელი სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოთხოვნები გამოაქვეყნა.
მოთხოვნების თანახმად, საქართველოში გიდებად ოფიციალურად მუშაობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეუძლიათ.
ამავდროულად, საჭიროა საქართველოში აღიარებული შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაცია შესაბამისი სახის საქმიანობისთვის.
ასევე, გიდად მუშაობისთვის საჭიროა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ოფიციალური კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს საბუთიც, ასევე ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული საქართველოს ხელისუფლების მიერ.
სერტიფიკატის მისაღებად, განაცხადთან ერთად, სერტიფიცირების ორგანოში უნდა იყოს წარდგენილი ყველა დოკუმენტი. ამის შემდეგ საჭიროა გამოცდის ჩაბარება, რომელიც ტარდება როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: ტესტირება ქართულ ენაში და შემდეგ პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე საფეხური-ფეხით ტური, მუზეუმის დათვალიერება და ტრანსპორტით ტური.
ამის შემდეგ, გიდები მიიღებენ სამკერდე ნიშნებს, რომლებზეც მითითებული იქნება გიდის პირადი მონაცემები, მისი ფოტოსურათი, სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი, ინფორმაცია ენის ცოდნის შესახებ, უნიკალური ნომერი და QR-კოდი.
საქართველოში გიდის სავალდებულო რეგისტრაცია 2026 წლის 1 ივნისიდან დაიწყება. რეგისტრაციის გარეშე მუშაობისთვის გიდს ჯარიმა დაეკისრება.