https://sputnik-georgia.com/20250730/mcxeta-qvemo-da-shida-qartlis-damakavshirebeli-gzis-proeqti-iwkeba-294345592.html
მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტი იწყება
მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტი იწყება
Sputnik საქართველო
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T15:29+0400
2025-07-30T15:29+0400
2025-07-30T15:29+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/22/237572232_250:349:2000:1333_1920x0_80_0_0_35932cb756e4a6ea2d5f7736c55558f9.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2,9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე ახალი 389-მეტრიანი ხიდი აშენდება. გარდა ამისა, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი. დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსნის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა და ხიდი გახდება ალტერნატიული მარშრუტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და მეწარმეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, აღნიშნავენ უწყებაში. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/22/237572232_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_04bcb544e0f4ff818e83609ba5687a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტი იწყება
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2,9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე ახალი 389-მეტრიანი ხიდი აშენდება.
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს. ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.
დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსნის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩქაროსნულ მაგისტრალს.
ახალი გზა და ხიდი გახდება ალტერნატიული მარშრუტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და მეწარმეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, აღნიშნავენ უწყებაში.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.