https://sputnik-georgia.com/20250730/eco2wine-saqartvelos-kapucin-dentreigesi-ewvia-294341755.html
Eco2Wine: საქართველოს გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი კაპუცინ დენტრეიგესი ეწვია
Eco2Wine: საქართველოს გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი კაპუცინ დენტრეიგესი ეწვია
Sputnik საქართველო
სასწავლო პროექტის Eco2Wine ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა კვლევა როგორ აღიქვამენ ქართველი ღვინის მომხმარებლები ბუნებრივ, ტრადიციულ და მიკრობიოლოგიურად... 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T15:59+0400
2025-07-30T15:59+0400
2025-07-30T15:59+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567362_0:0:2655:1493_1920x0_80_0_0_40e90744ecb982ea1a4f3da3305b6293.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო პროექტ Eco2Wine-ის ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტს, კაპუცინ დენტრეიგესს (Capucine Dentraygues) უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Eco2Wine, რომლის განხორციელება 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით დაიწყო, მიზნად ისახავს მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას. მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო. პროექტში თითოეული ქვეყნიდან ჩართული არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები. პროექტის ღირებულება 2,4 მლნ ევროა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. სამეცნიერო კუთხით პროექტის Eco2Wine მიზანს წარმოადგენს ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება.ამასთან ერთად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოების, ვენახის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზების ხელშეწყობა.უწყების ცნობით, პროექტის Eco2Wine ფარგლებში თანამშრომლობა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამომავლო სტრატეგიების შემუშავებისკენ არის მიმართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567362_0:0:2655:1991_1920x0_80_0_0_ce7bbedd89b26b6a2ce748097773eb29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
Eco2Wine: საქართველოს გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი კაპუცინ დენტრეიგესი ეწვია
სასწავლო პროექტის Eco2Wine ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა კვლევა როგორ აღიქვამენ ქართველი ღვინის მომხმარებლები ბუნებრივ, ტრადიციულ და მიკრობიოლოგიურად გაუმჯობესებულ მეღვინეობას.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო პროექტ Eco2Wine-ის ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტს, კაპუცინ დენტრეიგესს (Capucine Dentraygues) უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Eco2Wine, რომლის განხორციელება 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით დაიწყო, მიზნად ისახავს მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას.
საქართველოში ვიზიტის დროს კაპუცინ დენტრეიგესმა ჩაატარა საველე კვლევა, თუ როგორ აღიქვამენ ქართველი ღვინის მომხმარებლები ბუნებრივ, ტრადიციულ და მიკრობიოლოგიურად გაუმჯობესებულ მეღვინეობას, როგორ აფასებენ ღვინის არჩევისას მის ავთენტურობას, მდგრადობასა და სიჯანსაღეს. საველე კვლევის შედეგები ანალიზის ეტაპზეა და უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება.
მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო.
პროექტში თითოეული ქვეყნიდან ჩართული არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები. პროექტის ღირებულება 2,4 მლნ ევროა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.
სამეცნიერო კუთხით პროექტის Eco2Wine მიზანს წარმოადგენს ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება.
ამასთან ერთად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოების, ვენახის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზების ხელშეწყობა.
უწყების ცნობით, პროექტის Eco2Wine ფარგლებში თანამშრომლობა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამომავლო სტრატეგიების შემუშავებისკენ არის მიმართული.