https://sputnik-georgia.com/20250730/cnobilia-vin-iqneba-qartuli-ocnebis-kandidati-294351160.html
ცნობილია, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი
ცნობილია, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი
Sputnik საქართველო
კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T18:08+0400
2025-07-30T18:08+0400
2025-07-30T18:59+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285438327_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_19a946a37c9d4bd0bd030195cfd01f4a.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, იუწყება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.თბილისი მერის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება - კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.პარტია კალაძის კანდიდატურას ოფიციალურად 31 ივლისს დაასახელებს. წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.ვინ არის კახა კალაძეწარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, პოლიტიკით 2011 წელს დაინტერესდა - ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.2017 წელს კალაძემ გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები მერის პოსტზე ეცადა. მაშინ მმართველი პარტიის კანდიდატმა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,13% მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.2021 წლის არჩევნები კი კალაძისთვის შედარებით რთული აღმოჩნდა - მან გამარჯვებას მხოლოდ მეორე ტურის შედეგად მიაღწია.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285438327_271:187:1379:1018_1920x0_80_0_0_352705ca5b357c76774a244de583bcde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცნობილია, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი
18:08 30.07.2025 (განახლებულია: 18:59 30.07.2025) კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, იუწყება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
თბილისი მერის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება - კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
პარტია კალაძის კანდიდატურას ოფიციალურად 31 ივლისს დაასახელებს. წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.
წარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, პოლიტიკით 2011 წელს დაინტერესდა - ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
2017 წელს კალაძემ გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები მერის პოსტზე ეცადა. მაშინ მმართველი პარტიის კანდიდატმა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,13% მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
2021 წლის არჩევნები კი კალაძისთვის შედარებით რთული აღმოჩნდა - მან გამარჯვებას მხოლოდ მეორე ტურის შედეგად მიაღწია.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.