ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივნისში გაიზარდა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2025
გამოწერა
ივნისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1,57 მლრდ ლარით, ანუ 2,42%-ით გაიზარდა და 1-ელი ივლისისთვის 64,24 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 754,29 მილიონი ლარით, ანუ 2,04%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 813,56 მილიარდი ლარით, ანუ 2,93%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,6%-ით მეტია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 03,37%-ით მეტია.
2025 წლის ივნისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,75%-ით, ანუ 584,47 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, 33,89 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,92% შეადგინა, რაც 0,21 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის 1 ივნისის მაჩვენებელზე.
ივნისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0