https://sputnik-georgia.com/20250729/uzravi-qonebis-bazarze-vitareba-294317662.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
ივნისში თბილისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,3%-ით მეტია 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T10:51+0400
2025-07-29T10:51+0400
2025-07-29T10:51+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/55/245405531_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_afce989a6530eba58569a219e5aec7ed.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს დედაქალაქში 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების (+5,6% 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) 19,1 ათასი ბინა გაიყიდა.რაც შეეხება მხოლოდ ივნისის მონაცემებს, თბილისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 10,3%-ით მეტია. მეორად ბაზარზე გაყიდვები 17,1%-ით , ხოლო პირველად ბაზარზე 2,9%-ით გაიზარდა. ბაზრის კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ყოველთვიური ქირა უმნიშვნელოდ, 1,2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 9,4 დოლარს მიაღწია.2025 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/55/245405531_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_02d6306a0fb0772946a4295d679cf057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
ივნისში თბილისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,3%-ით მეტია
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს დედაქალაქში 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების (+5,6% 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) 19,1 ათასი ბინა გაიყიდა.
რაც შეეხება მხოლოდ ივნისის მონაცემებს, თბილისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 10,3%-ით მეტია. მეორად ბაზარზე გაყიდვები 17,1%-ით , ხოლო პირველად ბაზარზე 2,9%-ით გაიზარდა.
2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა და 1.338 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა), ფასი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა და 1.256 დოლარი შეადგინა.
ბაზრის კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ყოველთვიური ქირა უმნიშვნელოდ, 1,2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 9,4 დოლარს მიაღწია.
2025 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.