https://sputnik-georgia.com/20250729/saqartvelo-londonis-gastro-estivalze-wardga-294319817.html
საქართველო ლონდონის საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე წარდგა
საქართველო ლონდონის საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე წარდგა
Sputnik საქართველო
გასტრო-ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T16:11+0400
2025-07-29T16:11+0400
2025-07-29T16:11+0400
დიდი ბრიტანეთი
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278616318_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_148f94a87382c43a5fb372c96612d0f2.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალ The National Geographic Traveller Food Festival-ზე გაეცნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალში საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოც წარდგა.The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა. შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ კი ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ამ ფესტივალზე, რადგან საქართველოს აქვს საოცარი ისტორია. სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ისე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“, – განაცხადა The National Geographic Traveller-ის კულინარიულმა რედაქტორმა გლენ მათლიმ. გასტრო-ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.
დიდი ბრიტანეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278616318_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_191f74676b2f8dd57f0f49f67fb0d607.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო
დიდი ბრიტანეთი , საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო ლონდონის საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე წარდგა
გასტრო-ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალ The National Geographic Traveller Food Festival-ზე გაეცნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალში საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოც წარდგა.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა. შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ კი ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ამ ფესტივალზე, რადგან საქართველოს აქვს საოცარი ისტორია. სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ისე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“, – განაცხადა The National Geographic Traveller-ის კულინარიულმა რედაქტორმა გლენ მათლიმ.
გასტრო-ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.