შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2025
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც იგი კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგება.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენცია არის ყველაზე მასშტაბური გლობალური შეკრება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საპარლამენტთაშორისო კავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. კონფერენცია, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პარლამენტების თავმჯდომარეებს, რათა განიხილონ ძირითადი გლობალური გამოწვევები და პარლამენტების როლი მათ მოგვარებაში.
პარლამენტის სპიკერების რიგით მეექვსე მსოფლიო კონფერენცია ჟენევაში 29-31 ივლისის პერიოდში გაიმართება. ღონისძიებაში პარლამენტების 100-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს. სესიებზე განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების გაძლიერების საკითხებს. კონფერენცია დასკვნითი დეკლარაციის მიღებით დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0