https://sputnik-georgia.com/20250729/papuashvili-prorusul-iarlikebze-294330036.html
„ლიბერალი ზაზები“ და აშშ-ის მხილება: პაპუაშვილი ხელოვნურ „პრორუსულ“ იარლიყებზე
„ლიბერალი ზაზები“ და აშშ-ის მხილება: პაპუაშვილი ხელოვნურ „პრორუსულ“ იარლიყებზე
Sputnik საქართველო
სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T19:00+0400
2025-07-29T19:00+0400
2025-07-29T19:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. „რუსულის“ იარლიყის მიკერება წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკაა, რომელიც კონტროლირებადი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებში ვრცელდება, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.პარლამენტის სპიკერმა საკუთარ პოსტში გააზიარა მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ლიბერალი ზაზები“, რომელიც სატირულად ასახავს საქართველოში ლიბერალ აქტივისტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ მიერ ისეთი კლიშეების გამოყენებას, როგორიცაა „პრორუსული“ და „რუსული ჩარევა“. სიმღერაში დასცინიან „ოპონენტების რუსებად მოხსენიების“ პრაქტიკას, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გარე გავლენის ინსტრუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მეშვეობით.პოლიტიკოსის თქმით, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა ამ მოსყიდული „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც შესთავაზა – კოდური სიტყვები, როგორიცაა „პრორუსული“ ან „რუსული ჩარევა“ - რომლებსაც იყენებენ აგენტები, რომლებმაც „დიფ სთეითის“ შესავალი კურსი გაიარეს.გაბარდის აპარატის მიერ 18 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის ჩარევის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა. გაბარდის თქმით, არჩევნებამდე დაზვერვას ჩარევის არანაირი მტკიცებულება არ აღმოუჩენია. თუმცა, 2016 წლის დეკემბერში შეკვეთა იქნა გაცემული ახალი ანგარიშის მომზადებას შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ადრინდელ დასკვნებს, ამასთან, ძირითაი მონაცემები იმის თაობაზე, რომ რუსეთს ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, გასაიდუმლოებული იყო.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საზოგადოების სრულად ინფორმირების მნიშვნელობას იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებს.პრემიერის თქმით, მტკიცებულებების დახმარებით გაბარდმა დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. გაბარდის თქმით, ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სთეითის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული, დასძინა კობახიძემ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ცდილობენ მას „პრორუსულად" შერაცხონ. ამ კამპანიაში „დიფ სთეითს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.როგორც მან აღნიშნა, „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია
საქართველო, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია
„ლიბერალი ზაზები“ და აშშ-ის მხილება: პაპუაშვილი ხელოვნურ „პრორუსულ“ იარლიყებზე
სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. „რუსულის“ იარლიყის მიკერება წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკაა, რომელიც კონტროლირებადი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებში ვრცელდება, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.
პარლამენტის სპიკერმა საკუთარ პოსტში გააზიარა მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ლიბერალი ზაზები“, რომელიც სატირულად ასახავს საქართველოში ლიბერალ აქტივისტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ მიერ ისეთი კლიშეების გამოყენებას, როგორიცაა „პრორუსული“ და „რუსული ჩარევა“. სიმღერაში დასცინიან „ოპონენტების რუსებად მოხსენიების“ პრაქტიკას, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გარე გავლენის ინსტრუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მეშვეობით.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პოლიტიკოსის თქმით, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა ამ მოსყიდული „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც შესთავაზა – კოდური სიტყვები, როგორიცაა „პრორუსული“ ან „რუსული ჩარევა“ - რომლებსაც იყენებენ აგენტები, რომლებმაც „დიფ სთეითის“ შესავალი კურსი გაიარეს.
„თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს“, – დაწერა პაპუაშვილმა.
გაბარდის აპარატის მიერ 18 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის ჩარევის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა. გაბარდის თქმით, არჩევნებამდე დაზვერვას ჩარევის არანაირი მტკიცებულება არ აღმოუჩენია. თუმცა, 2016 წლის დეკემბერში შეკვეთა იქნა გაცემული ახალი ანგარიშის მომზადებას შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ადრინდელ დასკვნებს, ამასთან, ძირითაი მონაცემები იმის თაობაზე, რომ რუსეთს ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, გასაიდუმლოებული იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საზოგადოების სრულად ინფორმირების მნიშვნელობას იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებს.
პრემიერის თქმით, მტკიცებულებების დახმარებით გაბარდმა დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. გაბარდის თქმით, ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სთეითის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული, დასძინა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ცდილობენ მას „პრორუსულად" შერაცხონ. ამ კამპანიაში „დიფ სთეითს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.
როგორც მან აღნიშნა, „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის.