https://sputnik-georgia.com/20250729/mcxetashi-miwis-mitvisebis-paqtze-3-piri-daakaves-294318037.html
მცხეთაში თითქმის ნახევარი მლნ ლარის ღირებულების მიწის მითვისების ფაქტზე სამი პირი ამხილეს
მცხეთაში თითქმის ნახევარი მლნ ლარის ღირებულების მიწის მითვისების ფაქტზე სამი პირი ამხილეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T14:12+0400
2025-07-29T14:12+0400
2025-07-29T14:12+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/40/239614015_0:97:1200:772_1920x0_80_0_0_b8e022ceb3548826d3648a3bbfa9e9d1.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 ათასი ლარის ღირებულების 8, 041 კვადრატული მეტრი ფართობის სამი მიწის ნაკვეთი. უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა) მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/40/239614015_80:95:1111:868_1920x0_80_0_0_51de569d28c83395bac496f4d91c9bdc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მცხეთაში თითქმის ნახევარი მლნ ლარის ღირებულების მიწის მითვისების ფაქტზე სამი პირი ამხილეს
ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 ათასი ლარის ღირებულების 8, 041 კვადრატული მეტრი ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა) მუხლებით მიმდინარეობს.