https://sputnik-georgia.com/20250729/kvela-sabajo-punqti-sheuperxeblad-mushaobs-294334276.html
შემოსავლების სამსახური: ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს
შემოსავლების სამსახური: ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს
Sputnik საქართველო
საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა... 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T21:49+0400
2025-07-29T21:49+0400
2025-07-29T21:49+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278847485_0:155:829:621_1920x0_80_0_0_26039005bcc204a40f45bb7faeb8d90f.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.რიგმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საბაჟოების შენელებული მუშაობის გამო, საკონტროლო პუნქტებთან რიგები იქმნება.უწყებს ცნობით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა.„მომატებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან", - ნათქვამია განცხადებაში.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები.საქართველოში 20 საბაჟო-გამშვები პუნქტია: ორი რკინიგზის საკონტროლო პუნქტი, სამი საერთაშორისო აეროპორტებში, ორი პორტებში და დანარჩენი სახმელეთო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278847485_0:0:829:621_1920x0_80_0_0_5a5625294a135d68b909837c0bdfd79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური: ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს
საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა, აღნიშნულია განცხადებაში
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
რიგმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საბაჟოების შენელებული მუშაობის გამო, საკონტროლო პუნქტებთან რიგები იქმნება.
„შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებს ცნობით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა.
„მომატებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები.
„საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური რენტგენო-სკანერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ასევე ხელს უწყობენ უსაფრთხოების დაცვასა და ამავდროულად, ამცირებენ საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში 20 საბაჟო-გამშვები პუნქტია: ორი რკინიგზის საკონტროლო პუნქტი, სამი საერთაშორისო აეროპორტებში, ორი პორტებში და დანარჩენი სახმელეთო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე.