თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© press-service of Georgian Water and Power Georgian Water and Power
 Georgian Water and Power - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 30 ივლისს კომპანია კრწანისის რაიონში, ცურტაველისა და სოღალუღის შესახვევის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 ივლისის 22:00 საათიდან 31 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში - ბააზოვის, ხონელის, ცურტაველის, ალგეთის, ტაბახმელას, განჯელის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ოპიზრების, ლორთქიფანიძის, საბანისძის, წალკის, შატაიძის, ჩხეიძის მეფისაშვილის, კალანდაძის, თორთლაძის, მელქაძისა ტაბიძისა და მიმდებარე ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით. მუხათის, ოფრეთის, შავნაბადას და სოღანლუღის შესახვევებს, ასევე დეკაბრისტების გასასვლელს. ორთაჭალის, მირზა შაფის და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0