https://sputnik-georgia.com/20250729/aleko-elisashvils-merobis-kandidatad-waradenen-294320134.html
გახარიას პარტია და „ლელო“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ?
გახარიას პარტია და „ლელო“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ?
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო... 29.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-29T15:00+0400
2025-07-29T15:00+0400
2025-07-29T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_36785ccedb5853b32043314db77dfd8d.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ - პრეზენტაციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 14 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - ისინი თვითმმართველოს არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიებში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა „ლელოში" დაადასტურეს, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. რაც შეეხება გახარიას პარტიას, პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ორ პარტიას შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 4 სექტემბრამდე ერთობლივი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. აღსანიშნავია, რომ პარტია „ლელოს“ ორივე დამფუძნებელი და ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, ვინ გახდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. თვითმმართველობის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას. საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის. ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1fe2f49e1508caa5ea8be56360e38904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გახარიას პარტია და „ლელო“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ?
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ - პრეზენტაციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
14 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - ისინი თვითმმართველოს არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიებში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა „ლელოში" დაადასტურეს, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
„არაფერს არ გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. ძალიან მალე შევატყობინებთ საზოგადოებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ელისაშვილი არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი. მას აქვს ძალიან სოლიდური მხარდაჭერა თბილისში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია და სხვა კოლეგებსაც მინდა მოვუწოდო, ფოკუსი გაასწორონ", - განაცხადა „ლელოს” საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ორ პარტიას შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 4 სექტემბრამდე ერთობლივი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ლელოს“ ორივე დამფუძნებელი და ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში იმყოფებიან.
მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, ვინ გახდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.