https://sputnik-georgia.com/20250728/xvi-saukunis-triptiki-saqartveloshi-dabrunda-294312742.html
XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი საქართველოში დაბრუნდა
XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი საქართველოში დაბრუნდა
Sputnik საქართველო
საგანძური საქართველოს ხელოვნების სასახლემ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა. 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T17:45+0400
2025-07-28T17:45+0400
2025-07-28T17:45+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294312568_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_97fc44b398d81de8465a55543600dc25.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის ბერნარდინო პინტურიკიოს (1454-1513) სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. საგანძური საქართველოს ხელოვნების სასახლემ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა. ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების განახლების კვალი ეტყობა, ყრმა იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახული, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ნეტარი ავგუსტინესა და წმინდა პეტრეს XVI საუკუნეში შესრულებული უნიკალური სახებებია. ტრიპტიქმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა და ხელოვნების სასახლეში მისი რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. სექტემბრის მეორე ნახევარში იგი ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას. მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ევროპიდან სამი ფერწერული ტილო დაუბრუნა: XVI საუკუნის იტალიელი მხატვრის მიერ შესრულებული ორი ნახატი, რომლებზეც ოთხივე მახარებელია გამოსახული და ნიდერლანდელი მხატვრის, იაკობ კამპო ვეიერმანის (1677-1747), „ყვავილების თაიგული“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294312568_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4cb85458d6a17c52f8ec1f340de549c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი საქართველოში დაბრუნდა
საგანძური საქართველოს ხელოვნების სასახლემ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის ბერნარდინო პინტურიკიოს (1454-1513) სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საგანძური საქართველოს ხელოვნების სასახლემ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა.
სამუზეუმო ჩანაწერებისა და საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ტრიპტიქი საქართველოში პრინცმა აშილ შარლ ლუი მიურატმა (1847-1895) ჩამოიტანა. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ნივთი ჯერ ანდრია დადიანის, შემდეგ კი გრაფ ოლდენბურგის კუთვნილება გახდა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტრიპტიქი სხვა ნივთებთან ერთად საქართველოდან გაიტანეს და ის ერთ-ერთმა ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა.
ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების განახლების კვალი ეტყობა, ყრმა იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახული, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ნეტარი ავგუსტინესა და წმინდა პეტრეს XVI საუკუნეში შესრულებული უნიკალური სახებებია.
ტრიპტიქმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა და ხელოვნების სასახლეში მისი რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. სექტემბრის მეორე ნახევარში იგი ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.
მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ევროპიდან სამი ფერწერული ტილო დაუბრუნა: XVI საუკუნის იტალიელი მხატვრის მიერ შესრულებული ორი ნახატი, რომლებზეც ოთხივე მახარებელია გამოსახული და ნიდერლანდელი მხატვრის, იაკობ კამპო ვეიერმანის (1677-1747), „ყვავილების თაიგული“.