https://sputnik-georgia.com/20250728/xelisupleba-antikorupciul-dgis-wesrigs-azlierebs-294310410.html
კორუფციასთან ბრძოლა და დაკავებები: ხელისუფლება ანტიკორუფციულ დღის წესრიგს აძლიერებს
კორუფციასთან ბრძოლა და დაკავებები: ხელისუფლება ანტიკორუფციულ დღის წესრიგს აძლიერებს
Sputnik საქართველო
27 ივლისს საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მთავარი ფიგურანტი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავაა. 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T15:00+0400
2025-07-28T15:00+0400
2025-07-28T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_94442d635342a52fda764fa43b801f69.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კორუფცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მის წინააღმდეგ ბრძოლის ურყევ ნებას, მიუხედავად ფიგურანტების პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.27 ივლისს საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მთავარი ფიგურანტი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავაა. საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333,728 ლარის გაფლანგვის ფაქტს. ამავე საქმეზე დაკავებული არიან თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი.დეპუტატის თქმით, აღნიშნული პრობლემა მოითხოვს სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ ბრძოლას.„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არა სიტყვებით, რამედ კონკრეტული საქმით ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ მისი მთავარი საზრუნავი სხვა საკითხებთან ერთად არის კორუფციასთან ბრძოლა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მახაშვილმა.„ქართული ოცნების“ გუნდისა და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და ამავდროულად სურვილი, რომ უახლოეს მომავალში საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ამ მიმართულებით და შევიდეს კორუფციის სიმცირით ტოპ-ქვეყნების სამეულში, განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.გუშინ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა აღმოფხვრას მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, კორუფცია. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ეფექტური რეაგირება მნიშვნელოვანია. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, დასძინა ყაველაშვილმა.საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევა. 2024 წელს „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_79b376340e88135cec9d4d8a70f7c66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
კორუფციასთან ბრძოლა და დაკავებები: ხელისუფლება ანტიკორუფციულ დღის წესრიგს აძლიერებს
27 ივლისს საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მთავარი ფიგურანტი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავაა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კორუფცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მის წინააღმდეგ ბრძოლის ურყევ ნებას, მიუხედავად ფიგურანტების პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
27 ივლისს საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მთავარი ფიგურანტი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავაა. საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333,728 ლარის გაფლანგვის ფაქტს. ამავე საქმეზე დაკავებული არიან თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი.
„ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა განურჩევლად სახელებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პოზიციებისა იმიტომ,რომ კორუფცია არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემა ზოგადად", - განაცხადა მახაშვილმა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული პრობლემა მოითხოვს სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ ბრძოლას.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არა სიტყვებით, რამედ კონკრეტული საქმით ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ მისი მთავარი საზრუნავი სხვა საკითხებთან ერთად არის კორუფციასთან ბრძოლა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მახაშვილმა.
„ქართული ოცნების“ გუნდისა და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და ამავდროულად სურვილი, რომ უახლოეს მომავალში საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ამ მიმართულებით და შევიდეს კორუფციის სიმცირით ტოპ-ქვეყნების სამეულში, განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
გუშინ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა აღმოფხვრას მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, კორუფცია. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ეფექტური რეაგირება მნიშვნელოვანია. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, დასძინა ყაველაშვილმა.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევა. 2024 წელს „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.