https://sputnik-georgia.com/20250728/xelisufleba-saertashoriso-savaluto-pondis-angarishit-kmakopilia-294308439.html
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით კმაყოფილია
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
სსფ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა. 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T12:03+0400
2025-07-28T12:03+0400
2025-07-28T12:03+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის შესახებ საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა.მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება 5,4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც როგორც რეგიონის, ისე ევროპული და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ცინცაძემ.ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შეფასებით, სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ემთხვევა, რაც ძალზე სასიხარულოა.რა წერია ანგარიშშისაქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციით და ვალის ზომიერი დონით, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.სსფ-ის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება პოტენციურ ნიშნულამდე, რადგან შიდა მოთხოვნა ნელდება, ხოლო ინფლაცია და სახელმწიფო ვალი სტაბილური დარჩება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში.ორგანიზაციის მოსაზრებით, ძლიერი, ინკლუზიური და სამუშაო ადგილების შექნის შესაძლებლობის მქონე ზრდის შენარჩუნება მოითხოვს რეზერვების ბუფერების დამატებით შექმნას, ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაძლიერებას, ასევე სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევას სამუშაო ბაზრის შედეგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით კმაყოფილია
სსფ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის შესახებ საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა.
„შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 6%-დან 7,2%-მდე გაზარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება 5,4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც როგორც რეგიონის, ისე ევროპული და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ცინცაძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შეფასებით, სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ემთხვევა, რაც ძალზე სასიხარულოა.
„მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშირებული მათი პროგნოზი, რის მიხედვითაც ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც და ინფლაციის მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას. სსფ ამბობს, რომ ის შეესატყვისება არსებულ მოცემულობას. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა თურნავამ.
საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციით და ვალის ზომიერი დონით, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
სსფ-ის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება პოტენციურ ნიშნულამდე, რადგან შიდა მოთხოვნა ნელდება, ხოლო ინფლაცია და სახელმწიფო ვალი სტაბილური დარჩება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში.
ორგანიზაციის მოსაზრებით, ძლიერი, ინკლუზიური და სამუშაო ადგილების შექნის შესაძლებლობის მქონე ზრდის შენარჩუნება მოითხოვს რეზერვების ბუფერების დამატებით შექმნას, ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაძლიერებას, ასევე სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევას სამუშაო ბაზრის შედეგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.