https://sputnik-georgia.com/20250728/tavdacvis-saministros-magalchinosnebs-brali-waukenes-294312068.html
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
გუშინ, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის... 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T15:24+0400
2025-07-28T15:24+0400
2025-07-28T15:26+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს თავდაცვა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გუშინ, 27 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო დაკავებულია უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა.საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333,728 ლარის გაფლანგვის ფაქტს - ხაინდრავა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე უწყების შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი იყო აღნიშნული დეპარტამენტის ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი.გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.რას ედავებიან თავდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს27 ივლოისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.უწყებიც ცნობით, საქმე ეხება 2023 წელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 1.333,728 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ბაზრის რეალური კვლევის ჩატარების გარეშე განახირციელეს. ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ.გარდა ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვაში მონაწილეობა მიეღო მაშინდელი მინისტრის დაკავებულ ნათესავთან დაკავშირებულ საწარმოებს.ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.გამოძიებით აგრეთვე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიებასსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს თავდაცვა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს თავდაცვა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა
15:24 28.07.2025 (განახლებულია: 15:26 28.07.2025) გუშინ, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა დააკავეს
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 27 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო დაკავებულია უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა.
საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333,728 ლარის გაფლანგვის ფაქტს - ხაინდრავა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე უწყების შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი იყო აღნიშნული დეპარტამენტის ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი.
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606,272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რას ედავებიან თავდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს
27 ივლოისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.
უწყებიც ცნობით, საქმე ეხება 2023 წელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 1.333,728 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ბაზრის რეალური კვლევის ჩატარების გარეშე განახირციელეს. ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ.
გარდა ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვაში მონაწილეობა მიეღო მაშინდელი მინისტრის დაკავებულ ნათესავთან დაკავშირებულ საწარმოებს.
ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.
შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.
გამოძიებით აგრეთვე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებასსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.