https://sputnik-georgia.com/20250728/saqartvelos-amerikeli-master-somelieebis-jgufi-ewvia-294308797.html
საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი ეწვია
საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი ეწვია
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში Colangelo & Partners-ი აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T13:39+0400
2025-07-28T13:39+0400
2025-07-28T13:39+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით ეწვივნენ. Colangelo & Partners-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.მასტერ-სომელიეები ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, გავლენიან და მოთხოვნად ექსპერტებად ითვლებიან, რომელთაც ღვინოსთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება აქვთ. ამჟამად, მასტერ-სომელიეს ტიტულს მსოფლიოში მხოლოდ 279 ადამიანი ფლობს.ტურის ფარგლებში, ამერიკელი მასტერ-სომელიეები კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტებია, სადაც სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი ეწვია
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში Colangelo & Partners-ი აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით ეწვივნენ. Colangelo & Partners-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
მასტერ-სომელიეები ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, გავლენიან და მოთხოვნად ექსპერტებად ითვლებიან, რომელთაც ღვინოსთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება აქვთ. ამჟამად, მასტერ-სომელიეს ტიტულს მსოფლიოში მხოლოდ 279 ადამიანი ფლობს.
ტურის ფარგლებში, ამერიკელი მასტერ-სომელიეები კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
„ძალიან შთამბეჭდავია საქართველოში მოგზაურობა, ასევე ქართული ტრადიციების დაბრუნების იდეა - რომ აღმოაჩინო და გააცოცხლო თითქმის გადაშენებული ყურძნის ჯიშები და ეს მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოს გაუზიარო. როდესაც ღვინოები მზადდება ისეთივე ხარისხით, როგორიც საქართველოში ვიხილეთ, აშკარაა, რომ ისინი თავისუფლად შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა პოლ იანონმა.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტებია, სადაც სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.