პაპუაშვილი: პროევროპული ქსენოფობია საქართველოში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2025
გამოწერა
კვირას, 27 ივლისს, აქტივისტების ჯგუფმა რუსეთის დროშა დაწვა იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რუსი მოფარიკავეები არიან განთავსებული
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ანტირუსული რიტორიკა ქსენოფობიურია, რომლის მიზანიც ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებაა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის პოსტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეები „გააბლატავა" და მათ ტურნირში მონაწილეობის უფლება მისცა. საუბარია რუსი მოფარიკავეების საქართველოში ჩამოსვლაზე, რომლებიც თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
„რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა... ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება", - დაწერა პაპუაშვილმა.
მედიის ცნობით, კვირას, 27 ივლისს, აქტივისტების ჯგუფმა რუსეთის დროშა დაწვა ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რუსი მოფარიკავეები არიან განთავსებული. რუსი სპორტსმენები ტურნირში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
გარდა ამისა, მანამდე უცნობმა პირებმა პედარტებით „შეუტიეს" იმ სასტუმროს, სადაც რუსეთის დელეგაცია იმყოფება და არენასთან გაშალეს ბანერი წარწერით „დღეს იყო ფეიერვერკი, ხვალ იქნება გრადი!"
სასტუმროსთან რუსეთის დროშის დაწვას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციამ რუსოფობიური ქმედება უწოდა. რუსეთის ინტერესების სექცია იმედოვნებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 22-30 ივლისის პერიოდში იმართება. ტურნირზე რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0