https://sputnik-georgia.com/20250728/bbc-xaratishvili-gamorcheulipewxburtelta-xuteulshi-sheikvana-294313317.html
BBC-მ ლუკა ხარატიშვილი ევრო 2025-ის გამორჩეულ ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელა
BBC-მ ლუკა ხარატიშვილი ევრო 2025-ის გამორჩეულ ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელა
Sputnik საქართველო
ბათუმის „დინამოს“ 22 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. 28.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-28T18:23+0400
2025-07-28T18:23+0400
2025-07-28T18:23+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307763_0:197:2827:1787_1920x0_80_0_0_0713cd47f322f617d346271065789cbc.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. BBC-მ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა, იუწყება ქართული მედია. „ვინ იყო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ვარსკვლავი?“ – BBC-ს ვებგვერდზე ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 22 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ქათველმა მეკარემ საფრანგეთთან წაგებულ (2:3) შეხვედრაში ექვსი დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოგერიება იყო. მან ასევე ბრწყინვალედ ითამაშა პოლონეთთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში და საქართველოს გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. პოლონეთთან მოგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა, მაგრამ ეს, სტატიის ავტორის შეფასებით, ქვეყნისთვის, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა, წარმატება იყო. BBC-ის სტატიაში ქართველი მეკარის გარდა, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების თავადმსხმელი ნიკ ვოლტემადე გამოარჩიეს, რომელიც 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი (3 საგოლე გადაცემა) გახდა. სიაში ასევე მოხვდნენ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ჩარლი კრესველი, პორტუგალიელი გარემარბი ჯოვანი კუენდა და ფრანგი ნახევარმცველი ჟაუი სისე. ლუკა ხარატიშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა მან ბათუმის „დინამოში“ 2020 წელს დაიწყო. ხარატიშვილი ბათუმიდან 2022 წელს ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა და 28 თამაში ჩაატარა. შემდეგ იყო ისევ ბათუმის „დინამო“. 2023 წელს კი ახალგაზრდა კიპერმა „სამტრედიაშიც“ ითამაშა 12 მატჩი. 2024 წლიდან ლუკა ხარატიშვილს ბათუმის „დინამო“ აღარ დაუტოვებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307763_238:0:2621:1787_1920x0_80_0_0_020ab5fbe4ea2dc07e5ec240a2996325.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
BBC-მ ლუკა ხარატიშვილი ევრო 2025-ის გამორჩეულ ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელა
ბათუმის „დინამოს“ 22 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. BBC-მ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა, იუწყება ქართული მედია.
„ვინ იყო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ვარსკვლავი?“ – BBC-ს ვებგვერდზე ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 22 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სამ მატჩში რვა გოლი გაუშვა, ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით უარესად ყოფილიყო, რომ არა ხარატიშვილის შესანიშნავი თამაში“, - წერს გამოცემა.
ქათველმა მეკარემ საფრანგეთთან წაგებულ (2:3) შეხვედრაში ექვსი დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოგერიება იყო. მან ასევე ბრწყინვალედ ითამაშა პოლონეთთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში და საქართველოს გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა.
პოლონეთთან მოგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა, მაგრამ ეს, სტატიის ავტორის შეფასებით, ქვეყნისთვის, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა, წარმატება იყო.
„თუ ტურნირამდე ხარატიშვილი უცხოური კლუბების ინტერესის სფეროში არ იყო, ამიერიდან დააკვირდებიან და, თანამემამულე გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შესაძლოა, მალე ევროპის ელიტურ ლიგაშიც აღმოჩნდეს“, – წერს BBC.
BBC-ის სტატიაში ქართველი მეკარის გარდა, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების თავადმსხმელი ნიკ ვოლტემადე გამოარჩიეს, რომელიც 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი (3 საგოლე გადაცემა) გახდა.
სიაში ასევე მოხვდნენ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ჩარლი კრესველი, პორტუგალიელი გარემარბი ჯოვანი კუენდა და ფრანგი ნახევარმცველი ჟაუი სისე.
ლუკა ხარატიშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა მან ბათუმის „დინამოში“ 2020 წელს დაიწყო. ხარატიშვილი ბათუმიდან 2022 წელს ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა და 28 თამაში ჩაატარა. შემდეგ იყო ისევ ბათუმის „დინამო“. 2023 წელს კი ახალგაზრდა კიპერმა „სამტრედიაშიც“ ითამაშა 12 მატჩი. 2024 წლიდან ლუკა ხარატიშვილს ბათუმის „დინამო“ აღარ დაუტოვებია.