https://sputnik-georgia.com/20250727/tbilisshi-rusetis-drosha-dawves-294308259.html
რუსოფობიური ქმედება - რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში რუსეთის დროშის დაწვაზე
რუსოფობიური ქმედება - რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში რუსეთის დროშის დაწვაზე
Sputnik საქართველო
სექცია იმედოვნებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო... 27.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-27T21:44+0400
2025-07-27T21:44+0400
2025-07-28T09:44+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23261/41/232614145_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_57c7d5540af7d38f3fdf323628a99c05.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისში რუსეთის დროშის დაწვას სასტუმროსთან, სადაც რუსი მოფარიკავეები არიან განთავსებული, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციამ რუსოფობიური ქმედება უწოდა.მედიის ცნობით, კვირას, 27 ივლისს, აქტივისტების ჯგუფმა რუსეთის დროშა დაწვა ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსი სპორტსმენები არიან განთავსებული. გარდა ამისა, მანამდე უცნობმა პირებმა პედარტებით „შეუტიეს" იმ სასტუმროს, სადაც რუსეთის დელეგაცია იმყოფება და არენასთან გაშალეს ბანერი წარწერით „დღეს იყო ფეიერვერკი, ხვალ იქნება გრადი!"როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანი „ანტირუსული კარტის გამოყენებით რადიკალური ძალების მხარდამჭერების მობილიზება და თბილისის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, პრესტიჟის შელახვაა".რუსეთის ინტერესების სექცია იმედოვნებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ.მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 22-30 ივლისის პერიოდში იმართება. ტურნირზე რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23261/41/232614145_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d6a7d195f69b5f8cbd6979728357fa43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსოფობიური ქმედება - რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში რუსეთის დროშის დაწვაზე
21:44 27.07.2025 (განახლებულია: 09:44 28.07.2025) სექცია იმედოვნებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისში რუსეთის დროშის დაწვას სასტუმროსთან, სადაც რუსი მოფარიკავეები არიან განთავსებული, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციამ რუსოფობიური ქმედება უწოდა.
მედიის ცნობით, კვირას, 27 ივლისს, აქტივისტების ჯგუფმა რუსეთის დროშა დაწვა ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსი სპორტსმენები არიან განთავსებული. გარდა ამისა, მანამდე უცნობმა პირებმა პედარტებით „შეუტიეს" იმ სასტუმროს, სადაც რუსეთის დელეგაცია იმყოფება და არენასთან გაშალეს ბანერი წარწერით „დღეს იყო ფეიერვერკი, ხვალ იქნება გრადი!"
„მივაქციეთ ყურადღება მორიგ რუსოფობიურ ქმედებებს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ცნობილმა ჯგუფმა თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატში (ნეიტრალური სტატუსით) მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ წამოიწყეს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანი „ანტირუსული კარტის გამოყენებით რადიკალური ძალების მხარდამჭერების მობილიზება და თბილისის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, პრესტიჟის შელახვაა".
რუსეთის ინტერესების სექცია იმედოვნებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 22-30 ივლისის პერიოდში იმართება. ტურნირზე რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.