გიორგი კახიძე ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

CC BY-SA 2.0 / Achim Hepp / Fight Night Mma-ს რინგი
Mma-ს რინგი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აბუ-დაბიში მიმდინარე შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლების ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი კახიძემ (-65,8 კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა . ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველმა მებრძოლმა მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლა ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია - ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) მოიპოვა, ვერცხლს შაკო მესხი (44 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნინი ცქვიტარია (56 კგ) და რევაზ მჭედლიშვილი (57 კგ) გახდნენ.
ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ყველა ახალი ამბავი
0