საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა დაიწყო

© Courtesy of Shalva Papuashviliსაქართველოში წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა დაიწყო
საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
გამოწერა
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
„ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხორციელდება ასეთი მასშტაბური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის პოპულაციის აღდგენა იწყება. მსგავსი პროგრამის განხორციელება სხვა ეროვნულ პარკებშიც არის დაგეგმილი. ეს არის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილი", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.
ირმის საშენი მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, "სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის" ფარგლებში გაიხსნა.
© Courtesy of Shalva Papuashviliსაქართველოში წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა დაიწყო
Питомник благородных оленей открылся в Алгетском заповеднике - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა დაიწყო
ღონისძიების ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი – 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებულები. პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება.
სამინისტროს ცნობით, სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში თანდათანობით გაუშვებენ.
უწყების ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა – ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.
ყველა ახალი ამბავი
0