როგორ შეიცვალა ბინებზე მოთხოვნა თბილისში წლის პირველ ნახევარში

© photo: Sputnik / Stringerნუცუბიძის პლატო
ნუცუბიძის პლატო - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
გამოწერა
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 4,8%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 14,8%-ით შემცირდა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით შემცირდა —გაიყიდა 19,2 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 11%-ით გაიზარდა და 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 4,8%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 14,8%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს დედაქალაქში ახალაშენებულ კორპუსებში ცენტრთან ახლოს ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20,6%-ით, ცენტრში 7,4%-ით, ხოლო გარეუბნებში 10,5%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 1.121 დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში, მათი ღირებულება ცენტრთან ახლოს და გარეუბნებში 9,8%-ით, ხოლო ცენტრში 7,8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1.213 აშშ დოლარს მიაღწია.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - 41,3 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0