https://sputnik-georgia.com/20250726/farikaoba-sandro-bazaze-msoflio-cempionia-294291856.html
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
Sputnik საქართველო
სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 26.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-26T10:42+0400
2025-07-26T10:42+0400
2025-07-26T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1c/289208989_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b8d25837ec7b04a4515a3d026800d85c.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის სანდრომ ხმლით ფარიკაობის ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, ანგარიშით 15:9 დაამარცხა.სანდრო ბაზაძემ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი“, - აღიარა ბაზაძემ.კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – განაცხადა 31 წლის სანდრო ბაზაძემ.სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1c/289208989_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5177050bcaf827ebe9b4f238b8347b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის სანდრომ ხმლით ფარიკაობის ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, ანგარიშით 15:9 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძემ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი“, - აღიარა ბაზაძემ.
კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – განაცხადა 31 წლის სანდრო ბაზაძემ.
სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.