https://sputnik-georgia.com/20250726/didubesi-axali-satransporto-kvanzi-ewyoba-294298968.html
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
Sputnik საქართველო
საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი... 26.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-26T21:26+0400
2025-07-26T21:26+0400
2025-07-26T21:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/25/237592568_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_38913d4e285957b358f88be69a144544.jpg
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის ზრდაა, რისთვისაც საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკავშირება. შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო, რაც მეტ კომფორტს შექმნის გადაადგილებისთვის. პირველ ეტაპზე აღნიშნული ცვლილება N306 ავტობუსის მარშრუტს შეეხება, რომელიც სამომავლოდ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ კუნძულებს და მოეწყობა განახლებული ტროტუარები, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების კუნძულები. სრულად განახლდება ქვეითთა ინფრასტრუქტურა: ტერიტორიას დაემატება გადასასვლელი პანდუსები, ზებრა გადასასვლელები და სივრცე ადაპტირდება შშმ პირებისთვის. დასკვნით ეტაპზე განხორციელდება დახაზვის სამუშაოები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. უწყების ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/25/237592568_158:0:1938:1335_1920x0_80_0_0_b6d84c3536b6dbc10953d6fa9f620528.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკავშირება.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის ზრდაა, რისთვისაც საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკავშირება. შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო, რაც მეტ კომფორტს შექმნის გადაადგილებისთვის.
პირველ ეტაპზე აღნიშნული ცვლილება N306 ავტობუსის მარშრუტს შეეხება, რომელიც სამომავლოდ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ კუნძულებს და მოეწყობა განახლებული ტროტუარები, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების კუნძულები. სრულად განახლდება ქვეითთა ინფრასტრუქტურა: ტერიტორიას დაემატება გადასასვლელი პანდუსები, ზებრა გადასასვლელები და სივრცე ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
დასკვნით ეტაპზე განხორციელდება დახაზვის სამუშაოები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები.
უწყების ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობას.